შეხვედრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე, ნათია გოლიაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე 2024 წელს განსახორციელებელი პროგრამები, მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები და ამ მიმართულებით რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მექანიზმები განიხილეს. ისაუბრეს მუნიციპალიტეტების საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.

მსგავსი სტატიები