გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სამომავლო გეგმების გაცნობა.
მოსახლეობის აღწერის ძირითადი მონაცემების შეგროვება 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში იგეგმება, რომლის დროსაც მიიღება დეტალური მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის და მისი შემადგენლობის, ასევე სხვადასხვა სახის დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების მიხედვით.