გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც მხარისა და სამივე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თითმმართველობებისთვის საქსტატის ძირითადი პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფა.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, განიხილეს სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების საჭიროებები და იმსჯელეს საქსტატის სამომავლო გეგმებში მისი ასახვის შესაძლებლობებზე.
საქსტატი გეგმავს წლის განმავლობაში კონსულტაციები გამართოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც გულისხმობს რეგიონულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე მოთხოვნებისა და საჭიროებების შესწავლას და აქტიურ დიალოგს თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.