ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაური – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების მიმდინარეობას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავასთან ერთად გაეცნო.

„განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ოზურგეთში. ახლა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ლიხაური-მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. აქ გზა ფაქტობრივად არ არსებობდა და ჩვენს თანამოქალაქეებს ყოველდღიურად დაზიანებული მონაკვეთებით სარგებლობა უწევდათ. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

პროექტის ბიუჯეტი 1 298 726  ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

     

მსგავსი სტატიები