„როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთში გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ“ – ავთანდილ თალაკვაძე
დღეს, სოფელ ხვარბეთში, მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 3 547 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ბიუჯეტი 1 089 980 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.