ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელს.
კომისიის წევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2021 წელს, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების შესახებ, ინფორმაცია მოისმინეს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან, 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სხდომის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა კომისიის წევრებს, კომისიაში შემოსული წერილებიც გააცნო.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მსგავსი სტატიები