ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს წევრებს, კომისიის სამოქმედო გეგმა გააცნო. ასევე, დარგობრივი კომისიის წევრებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ,,მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“.