ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს წევრებს, კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა გააცნო, რომელიც წარდგენილი იქნება საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.
ასევე, განათლების კომისიის წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კვალიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი.