ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებისთვის, დახმარების პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.
სხდომა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.
კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა, სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებს შემოსული კორესპონდენცია გააცნო.