ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალური და სამედიცინო დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამის განხორციელების შედეგები, რომლებიც მიღებულ იქნა ცნობად.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.