დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს ინფორმაცია გააცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების დაფინანსების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა ცნობად.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი პასუხობდა.