„შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ – კამპანია ოზურგეთში

🌸 ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი „ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, ქალაქის ტერიტორიაზე მოეწყო თემატური ფოტო – გამოფენა, ჩატარდა ფლეშმობი და საინფორმაციო შეხვედრა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვარდისფერ ფერში განათდა.

  

💬 „ჩვენი ღონისძიების მიზანია, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ გავზარდოთ ცნობადობა და გავავრცელოთ ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმებისა და კიბოს სკრინინგის აუცილებლობაზე. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ქალბატონებს, რომ ჩაიტარონ თვითშემოწმება და სკრინინგი, რადგან დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, პროგნოზი არის ძალიან კეთილსაიმედო,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ.

  

მსგავსი სტატიები