„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში უფასო სკრინინგი მიმდინარეობს – ბენეფიციარებს ძუძუს მამოგრაფიული კვლევა და პაპ – ტესტი უტარდებათ.
სკრინინგის მიმდინარეობას ბავშვთა სამკურნალო ცენტრში, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
„კამპანიის მიზანია, საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამით სარგებლობა. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას,“- აღნიშნა ნათია გოლიაძემ.
გეგმიური კვლევები, ოზურგეთში პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული აქცია მერიის და ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მხარდაჭერით იმართება.