ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, დღეს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამები განიხილეს. უფრო კონკრეტულად სოციალური დახმარების გაცემის მონიტორინგი იყო , კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი.
ინფორმაცია საკრებულოს წევრებს მიმდინარე პერიოდისთვის გაცემულ სოციალურ დახმარებებსა და ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებზე, დეტალურად მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ გააცნო.
სხდომა კითხვა -პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მსგავსი სტატიები