ოზურგეთის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკმა კომისიის წევრებს დღის წესრიგით განსახილველი საკითხები გააცნო.
2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტსა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესახებ კომისიის წევრების შეკითხვებს მერის მოადგილე ნათია გოლიაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2024 წლის ბიუჯეტი 37 750.0 ათას ლარს შეადგენს.
კომისიამ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა შემუშავა და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი საკრებულოს სხდომაზე წარდგენა განხილვა-დამტკიცების მიზნით.