ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს.
სხდომის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა მოკლედ ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების მნიშვნელობაზე.
მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ კი საკრებულოს წევრებს დეტალურად გააცნო ყველა ის პროგრამა, რომელიც წესში აისახა. კომისიამ მხარი დაუჭირა პროექტის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარდგენას, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.
დარგობრივმა კომისიამ ცნობად მიიღო მერიის მიერ 2021 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში და მხარი დაუჭირა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე განხილვას.
მსგავსი სტატიები