დასუფთავების აქცია ოზურგეთში

 

💧 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა!

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში ქალაქის და სოფლების ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

📌 დასუფთავების აქციას მერიის თანამშრომლები, სოფლებში მერის წარმომადგენლები, ააიპ-ების სამსახურები და მოქალაქეები შეუერთდნენ.

👉🏻 შეგახსენებთ, რომ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო,“ ყოველ წელს, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, დასუფთავების აქციებს მართავს.

მსგავსი სტატიები