22 აპრილი დედამიწის დღეა!
ოზურგეთში, კამპანია “დავასუფთაოთ საქართველოს” ფარგლებში გამართულ აქციას – მერიის თანამშრომლები, სოფლებში მერის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
მყარი ნარჩენებისგან გაიწმინდა და დასუფთავდა ქალაქის ქუჩები, ყველა სოფლის ადმინისტრაციული ცენტრი, პარკები და მიმდებარე ტერიტორიები.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.