ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე მერიის მიერ ინიცირებულ სამართლებრივ აქტებზე იმსჯლეს. საკითხები, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და
საშტატო ნუსხისა და მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცებას ეხება, კომისიის წევრებს სხდომის თავმჯდომარემ პაატა კიღურაძემ გააცნო.
როგორც სხდომაზე აღინიშნა დადგენილებების პროექტები ცნობილია საკრებულოს წევრებისათვის, განხილულია საკრებულოს მუდმივმოქმედ
კომისიებში, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება. ამ კომისიის პრეროგატივაა
განიხილოს ისინი და მოამზადოს დასკვნები თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს.
კომსიამ დასკვნები დაამტკიცა და მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილი ათივე საკითხის, საკრებულოსა და
ბიუროს სხდომებზე წარდგენა, განხილვა-დამტკიცების მიზნით.
მსგავსი სტატიები