ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა კენჭი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხს უყარეს. დამტკიცდა 13 განკარგულება და ერთი დადგენილება, ხოლი სამი პროექტის განხილვა ერთი თვით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკითხის დაზუსტების მიზნით გადაიდო – ასეთია სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფები, რომელთა პერსონალური შემადგენლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019-2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და შეფასებას, ასევე ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის მომზადების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობასა და ინფორმირებას განახორციელებს.
საკრებულოს დადგენილების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება“ .
ადგილობრივ თვითმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სხდომაზე დამტკიცდა მერიის დებულებაში შესატანი ცვლილების რედაქცია, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან და მერის, მერის წარმომადგენლის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული რეგულაცია ითვალისწინებს.
მსგავსი სტატიები