ბიუროს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომის დღის წესრიგი დააზუსტა.

ბიურომ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩა უძღვებოდა, იმსჯელა და საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში ასახა შემდეგი საკითხები:
მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, მათ მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის, აგრეთვე, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის ფორმებისა და მათი წარდგენის ვადის თაობაზე ნორმატიული აქტების დამტკიცება;

კენჭი ეყრება, მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებასა და მერიის, ასევე, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებებში ცვლილებებს;
განკარგულების პროექტის დამტკიცება გადაწყდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწების გადაწყვეტილებას მიიღებენ შემდეგი სამართლებრივი აქტების თაობაზე: 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილება, მერიის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება;

საკრებულო იმსჯელებს მერის მიერ წარმოდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2021-2022 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;

ბიუროს გადაწყვეტილებით, დარგობრივ კომისიები განხილავენ და დასკვნებს წარმოადგენენ შესყიდვების წლიური ანგარიშის შესახე;

ბიურომ დაამტკიცა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ საკრებულოსთვის ანგარიშების წარდგენის გრაფიკიც.

საკრებულოს მორიგი სხდომა, 4 მარტს, 11 საათზე, სხდომათა დარბაზში გაიმართება

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი