ოზურგეთის საკრებულომ მორიგ სხდომაზე 10 საკითხზე იმსჯელა.
დამტკიცდა მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის, მათ მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის, აგრეთვე, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის ფორმებისა და მათი წარდგენის ვადის თაობაზე, ნორმატიული აქტები;
ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებასა და მერიის, ასევე, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულებებში;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის თაობაზე განკარგულება, დარგობრივი კომისიის შენიშვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული;
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილებასთან დაკავშირებით;
კიდევ ერთი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელზედაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მერიის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცებას ეხება;
სხდომის დასასრულს, საკრებულომ ცნობად მიიღო ინფორმაცია, საკრებულოს წევრების მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშების წარდგენის თაობაზე.
მსგავსი სტატიები