საკრებულოს სხდომაზე, პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (Links)” პრეზენტაცია გაიმართა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“-ს წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს პროექტის დეტალები გააცნეს. იგი მიზნად ისახავს ცოდნის, უნარების განვითარებისა და
დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის,
ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას რეგიონში.
საკრებულოს წევრებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება.
„მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია პროექტის შესახებ, რათა ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით რასაც აღნიშნული პროგრამა, დასაქმების ხელშეწყობის, ცოდნისა და უნარების გაღრმავების მიზნით გვთავაზობს“ -აღინიშნა სხდომაზე.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში.