შრომის ტერიტორიულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის 2020 წლის პროგრამით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით 600 მ. სიგრძის რკინა-ბეტონის გზა, ამჯერად, სოფელ ორმეთში მოეწყო.
უგზობის პრობლემა აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილობრივი მოსახლეობის მრავალწლიან პრობლემას წარმოადგენდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შრომაში წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: მოეწყო ბეტონის გზები, რეაბილიტირდა სტადიონი და დამონტაჟდა სასმელი წყლის სისტემა.