ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა იწვევს მოსწავლე-ახალგაზრდებს, ლატვიურ-უკრაინულ-ქართული საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში “ხელჩაკიდებული მეგობრებთან ერთად“ მონაწილეობისთვის
კონკურსის მიზანია:
- შემოქმედებითი აქტიურობის წახალისება ბავშვებსა და ახალგაზრდებში
- ლატვიელი, უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდების თანამშრომლობის
ხელშეწყობა.
- ლატვიის, უკრაინის, საქართველოს კულტურის, ისტორიის და ტრადიციების
გაცნობა.
- ახალგაზრდობის პირადი ღირებულებების და სილამაზის ხედვის გაუმჯობესება.
- მასწავლებლების გამოცდილების გაცვლა.
კონკურსში მიიღება თავისუფლად არჩეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები -ზომით 60 x 80 სმ-მდე.
საკონკურსო ნამუშევრის მეორე მხარეს ბეჭდური ასოებით უნდა მიეთითოს:
- სახელი, გვარი
- ასაკი, სქესი
- ზუსტი მისამართი, ტელეფონი, მეილი.
- ნამუშევრის სახელწოდება
- მეთოდი, რომელშიც ნამუშევარია შესრულებული.
- მასწავლებელი (სახელი, გვარი)
საკონკურსო ნამუშევრების რაოდენობა შეზღუდული არაა.
წარმოდგენილი ნამუშევრები არ დაბრუნდება, ისინი ინახება კონკურსის ორგანიზატორების ფონდებში.
ნამუშევრებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური სამ ასაკობრივ ჯგუფში:
7 – 10 წელი
11 -13 წელი
14 – 18 წლის
მასალები მიიღება 2020 წლის 10 ნოემბრამდე.
თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში პირველი 3 ადგილის მფლობელებს გადაეცემათ დიპლომები და სამახსოვრო პრიზები.
ნამუშევრები მიიღება შემდეგ მისამართზე: ქ. ოზურგეთი; გოგებაშვილის ქ.N8; მე-4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია
კონკურსის ორგანიზატორებთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ტელ: N- 577941107
გისურვებთ წარმატებებს თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში!