22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა!
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში ქალაქისა და სოფლების ტერიტორია მყარი ნარჩენებისგან გაიწმინდა.
დასუფთავების აქციას ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები, ასევე, სოფლებში მერის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო,“ ყოველ წელს, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, დასუფთავების აქციებს მართავს.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.