წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციას შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც.
საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმიდეს. აქცია გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფლის მაჟორიტარებმა, მერის წარმოამდგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად სოფლების ცენტრალური ადგილები, მდინარეების ნაპირები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია პერმანენტულად იმართება და ის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ ის დაბინძურებისგან.
მსგავსი სტატიები