22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციას შეუერთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც. საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის შემოსასვლელები და მიმდებარე ტერიოტორია, ნარჩენებისგან გაწმინდეს. აქცია გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფლის მაჟორიტარებმა , მერის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად სოფლების ცენტრალური ადგილები, მდინარეების ნაპირები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია პერმანენტულად იმართება და ის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
დასუფთავების აქცია კამპანია ,,ლურჯი ნაკადული”-ს ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით ჩატარდა.