ბიუროს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა დღეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დააზუსტა. 7 აპრილს გასამართი სხდომის დღის წესრიგში შევიდა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში შეასატანი ცვლილებების პროექტი. სხდომაზე განიმარტა, რომ მერიამ აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ბიუჯეტის ტექსტურ ნაწილში ცვლილებები, რათა აღნიშნული წესი გამომდინარეობდეს მთავარი საფინანსო დოკუმენტიდან.
კომისია განიხილავს, დასკვნას მოამზადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში შესატან ცვლილებათა პროექტის თაობაზე. საკრებულო ამ საკითხზე მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში მეცნიერების ქუჩა N16-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობა-ნაგებობის (ანასეული ს/კ 26.26.50.012, 2058.00 კვ.მ.) სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი. სხდომამდე ამ საკითხზე დარგობრივი კომისია იმსჯელებს.
23 მარტს კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა. საკრებულო მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენას იწყებს. რიგგარეშე სხდომაზევე განიხილავენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ, დადგენილებაში ცვლილებას, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა.
23 მარტს სხდომა 11 საათზე დაიწყება და სამი დღის განმვალობაში ანგარიშების მოსმენას დაეთმობა.

მსგავსი სტატიები