ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი დადგენილების პროექტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილების თაობაზე და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.“

სხდომაზე, ასევე, იმსჯელებენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტზე.

ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტს: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.

აგრეთვე, იმსჯელებენ ცვლილებების პროექტზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ.

მსგავსი სტატიები