დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ;“ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.“
ცვლილება შევიდა ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენლიების პროექტში.
საკრებულომ მოისმინა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში.
მსგავსი სტატიები