დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა დადგენილების პროექტი: მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის თაობაზე“.
ასევე, ცვლილება შევიდა შემდეგ დადგენილებებში: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“.
აგრეთვე, საკრებულომ მიიღო განკარგულებები: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების შპს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “მერცხალი”- სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე; სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ,,ზაურ ჩანჩიბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ და მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე.
საკრებულომ მოისმინა, დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო 2022 წლის ბიუჯეტის IV კვარტლის, მერიის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტისა და განათლების სამსახურების ანგარიშები, ასევე, მუნიციპალიტეტში 2022 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე ინფორმაცია.