სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კომიტეტის წარმომადგენლებმა, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალგაზრდებზეა ორიენტირებული.
ვიზიტის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ოზურგეთში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც შეხვდნენ.
მსგავსი სტატიები