სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტის სფეროში დასაქმებულ პირებთან ერთად დაესწრნენ.
შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობისგან, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინეს და იმ საჭიროებებს გაეცნენ, რასაც ადგილობრივი სპორტსმენები და მწვრთვნელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, ოზურგეთის სპორტული ინფრასტრუქტურა, მოქმედი და მშენებარე სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები მოინახულეს. დეპუტატები, ასევე, იმყოფებოდნენ სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის გამწმენდ- გამფლირტავი სისტემები დამონტაჟდა.