ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რთული საგზაო მონაკვეთების განახლება და შეკეთება აქტიურად გრძელდება.
მიმდინარეობს ასკანა – მზიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და სოფელ მაკვანეთში, გოგიეთის უბანში რკინა-ბეტონის საფარის დაგება.
სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნათია გოლიაძე გაეცნენ.