ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოს წევრებმა, რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები:
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე 2503 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“
,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;”
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“
,,ქ. ოზურგეთში, ა. ნაკაშიძის ქუჩასა და დაბა ურეკში ე. თაყაიშვილის ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე;”
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“
ასევე, ,, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის 2023-2025 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე;“
და ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ,, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპიროს ქუჩის“ სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ცვლილება შევიდა შემდეგ განკარგულებებში: დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩებისთვის ,,მეგობრობის“ და ,,გაბრიელ ეპისკოპოსის“ სახელების მინიჭების შესახებ.
აგრეთვე, ცვლილება განხორციელდა ,,საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტში.
საკრებულომ მოისმინა, დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო ინფორმაცია 2022 წლის და 2023 წლის 6 თვის მდგომარეობით კულტურისა და სპორტის განვითარების პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგების შესახებ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში.