ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულებები დაამტკიცა, რომელიც სოფ. გურიანთისა და სოფ. ციხისფერდის სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოებსა და ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის სრულ რეაბილიტაციას ეხება.
ასევე, დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ აგრეთვე, დაბა ურეკში მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის ნაწილისა და მიმდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,დავით სარაჯიშვილის“ სახელის მინიჭების შესახებ და სოფელ კონჭკათში მდებარე N13 ქუჩისათვის ,,რამიკო აროშიძის“ სახელის მინიჭების თაობაზე;“
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ და ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე;“ სამართლებრივი აქტების მისაღებად.
საკრებულომ მოისმინა და ცნობად მიიღო საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის,
ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.