საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმსჯელეს.
დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი. პროექტი საკრებულოს მერმა ავთანდილ თალაკვაძემ წარუდგინა და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. ბიუჯეტთან დაკავშირებით დასკვნები წარმოადგინეს დარგობრივმა კომისიებმა, ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ.” მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ თავის გამოსვლაში შეაფასა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილება, აქედან გამომდინარე ცვლილება შევიდა მერის დებულებაში. დამტკიცდა მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის თაობაზე დადგენილება, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტში ცვლილებები აისახა.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაც.
განკარგულების პროექტები, რომლებიც საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო შემდეგია: მუნიციპალიტეტის „ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების სამოქმედო მუნიციპალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
მსგავსი სტატიები