დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი დადგენილების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე.“
ცვლილება შევიდა შემდეგ ნორმატიულ აქტებში: ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ და ,, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების თაობაზე.“
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ” და ,, მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების თაობაზე“ დადგენილებების მისაღებად.
ასევე, საკრებულომ, მოისმინა და ცნობად მიიღო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.
მსგავსი სტატიები