ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები და შემოსულობები (გასული წლის ნაშთისა და ვალდებულებების კლების ჩათვლით) 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით 95,4%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 37 750,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი 73 758,0 ათასი ლარით განისაზღვრა.
პროექტის თანახმად ბიუჯეტი 36 008,0 ათასი ლარით გაიზარდა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა.
მსგავსი სტატიები