ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა.
წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები და შემოსულობები (გასული წლის ნაშთისა და ვალდებულებების კლების ჩათვლით) 2023 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 82,6% – ით. ეს ნიშნავს, რომ დაგეგმილი 34 480,0 ათასი ლარის ნაცვლად, ბიუჯეტი განისაზღვრა 62 957,3 ათასი ლარით.
პროექტის თანახმად ბიუჯეტი გაიზარდა 28 477 283,27 ლარით, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა.
საკრებულომ, დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემის წესიც მიიღო.
2023 წლის მთავარ საფინანსო დოკმუნეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები განისაზღვრა, რომელიც წესში აისახა. მათ შორის:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 2023 წელს, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბლიტაციის პროგრამას 180 000 ლარით აფინანსებს, აგრეთვე, დაიწყო ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების ( ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერბი, ფესგო) თანადაფინანსება.
მსგავსი სტატიები