ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 10 საკითხზე იმსჯელა.
ბიუროს გადაწყვეტილებით დარგობრივ კომისიებს დაევალათ, მერიის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის განხილვა.
ბიუჯეტის პროექტი იხილეთ ბმულზე: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=21454
აგრეთვე, კომისიები განიხილავენ შემდეგ განკარგულების პროექტებს: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
ასევე, იმსჯელებენ შემდეგ დადგენილების პროექტებზე: მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ;
მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;
და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ;
კომისიები, განიხილავენ ცვლილების პროექტს ,,მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ და ,,მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: მუნიციპალიტეტის ,,ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების სამოქმედო მუნიციპალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.