ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, ნაცვლად პირველი თვის ოთხშაბათისა, თვის ბოლო ოთხშაბათს გაიმართება. აღნიშნული ცვლილება საკრებულოს რეგლამენტში დღეს აისახა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტშიც.
განკარგულება დამტკიცდა დაბა ნარუჯაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების უკვდავსაყოფად მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე.
საკრებულომ, ასევე, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები:
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების “ოზურგეთის მომსახურების ცენტრისთვის” სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.