ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს
მორიგი სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა.
დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები:
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების “ოზურგეთის მომსახურების ცენტრისთვის” სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
და დაბა ნარუჯაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების უკვდავსაყოფად მემორიალური ობიექტის განთავსების თაობაზე.
სხდომაზე, აგრეთვე, განიხილავენ ცვლილებებს შემდეგ ნორმატიულ აქტებში: მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების შესახებ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
მსგავსი სტატიები