ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ დადგენილების პროექტებს: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამოქალაქო ბიუჯეტი“-ს განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.“
ასევე, იმსჯელებენ შემდეგ განკარგულების პროექტზე: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს ბიურო შემდეგ სხდომაზე დაამტკიცებს.
მსგავსი სტატიები