დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაში ახალი პროგრამის ,,ოზურგეთის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გამოფენა გაიხსნა, რომელიც ქალაქის იერსახის განახლებას მოიცავს. გამოფენაზე წარმოდგენილია მრავლბინიანი საცხოვრებელი კორპუსების განახლების პროექტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული ნამუშევრები, მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი. ადგილზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და დააფიქსირონ მოსაზრება შესარჩევი პროექტების შესახებ, რომლებიც ოზურგეთში განხორციელდება.
გამოფენას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები