ოზურგეთში, პროექტის – „პატრიოტები ახარისხებენ ნარჩენს“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებმა ნინო ჩხობაძემ და გივი კალანდაძემ, მუნიციპალური ნარჩენების სეპარაციასა და მართვის თემაზე – ახალგაზრდებს, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერსებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ასევე, განიხილეს ქალაქ ოზურგეთისა და ურეკი-შეკვეთილის საკურორტო ზონაში პლასტიკის შეგროვებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მიზნობრივი და ეფექტური გამოყენების საკითხები; იმსჯელეს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებისა და ნარჩენების მართვის მარეგულირებელ საკანონმდებლო რეგულაციებზე.
„ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის თანახმად დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადასვლას, კერძოდ პლასტიკის ბოთლების განცალკევებულად შეგროვებას. ამით გვსურს შევამციროთ გარემოს დაბიძნურება და ჩვენს მუნიციპალიტეტშიც დავნერგოთ ევროპული კულტურა.
მადლობა მინდა პროექტის მხარდაჭერისთვის გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას „საქართველოს მწვანეთა მოძრაობას,“ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელ კომისიას და შესაფუთი მასალების ნარჩენების წარმომქმნელი მწარმოებლების გაერთიანებას – „ჯორჯიან ფლასის,“ – აღნიშნა, გიორგი ღურჯუმელიძემ.