საერთაშორისო პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეების“ ფარგლებში მეოთხე საჯარო სკოლამ დასკვნითი შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელსაც ამ სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე უძღვებოდა, მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და პროექტის ორგანიზატორები მონაწილეობდნენ.
სტუმრებმა პროექტის პარტნიორების: პრეილისა (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა), ოზურგეთის (საქართველო) სახელით, შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები სამახსოვრო საჩუქრებით დაააჯილდოვეს და დიპლომები გადასცეს.
„ სასიხარულოა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა, აქტიურად და წარმატებით ხორციელდება, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ქვეყნებს შორის, მუნიციპალიტეტების დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ვულოცავ პროექტის თითოეულ გამარჯვებულს“ – აღნიშნა დავით დარჩიამ.
ლატვიურ-უკრაინულ-ქართული შემოქმედებითი კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკრებულოს დარგობრივი კომიისიის თავმჯომარემ, ქეთევან ხომერიკმა. პროექტისა და სამომავლო გეგმების შესახებ, პროექტის ქართული მხარის კოორდინატორმა, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძემ ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის იმ კოლექციებზე, რომელიც ეხება უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობას. მანვე დამსწრეებს წარუდგინა ეროვნული ბიბლიოეკის ციფრული კოლექციევი „უკრაინა“ და „საქართველო, ევროპა, აშშ და დემოკრატიული ღირებულებები“.
საინტერესო დისკუსიისა და მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობაზე და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებზე შეთანხმდნენ. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, დაიგეგმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაჯილდოებულ მოსწავლეთა ვიზიტი.
მსგავსი სტატიები