ოზურგეთში, სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის – ECO.Georgia ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს და განიხილეს, რომელიც პროექტის – ეკოჯორჯიას ფარგლებში განხორციელდება და მორგებული იქნება ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე.
პროექტი დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ ECO.Georgia ქვეყნის სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი ოზურგეთი და ჩოხატაური) მოიცავს.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პროექტ ECO.Georgia-ს წარმომადგენლები – ლაშა ძაძამია, გიორგი თელიაშვილი, მაკა კაციტაძე, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი პაპუნა კაპანაძე, ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.