ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის – ECO.Georgia ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს და განიხილეს, რომელიც პროექტის – ეკოჯორჯიას ფარგლებში განხორციელდება და მორგებული იქნება ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე.
პროექტი დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ ECO.Georgia ქვეყნის სამი რეგიონის – გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი, ლანჩხუთი ოზურგეთი და ჩოხატაური) მოიცავს.
შეხვედრას პროექტ ECO.Georgia-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები